LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

318
ანდრო გოცირიძე

გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს და იქნებ დაღუპულთა გლოვამ მაინც გაგვაერთიანოს დროებით, – ასე ეხმაურება უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე უკრაინაში 5 ქართველის დაღუპვის ფაქტს.

ექსპერტის თქმით, არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს.

“უკრაინაში მსოფლიო ზუსტად ისევე ებრძვის ტერორიზმს, როგორც ავღანეთში ებრძოდა. მიზეზების და გარემოებების გამო, კოალიცია და ჩვენი რეგულარული ჯარი ამ ბრძოლაში ვერ მონაწილეობს, მაგრამ ჩვენი მეომრები იღუპებიან ამ ომში, რომელიც საქართველოს მომავალსაც გადაწყვეტს. გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს და იქნებ დაღუპულთა გლოვამ მაინც გაგვაერთიანოს დროებით. არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს. რუსეთი დამარცხდება, მაგრამ საქართველოსთვის ამ ერთიანობას დიდი მნიშვნელობა ექნება!”, – წერს ანდრო გოცირიძე.

 

ამავე თემაზე:

“ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტსა და სოლედარშია…ბიჭების დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ” – ზელენსკი

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა

როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი