LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესაა რუსული მეთოდები – იანუკოვიჩი პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს ზუსტად ასე,„ტიტუშკებით“ უსწორდებოდა“ – დეკანოიძე საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე 

145
BeFunky-collage (3)

„ესაა რუსული მეთოდები – ზუსტად ასე, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს“, – ამ განცხადებით პოლიტიკურ ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ კახეთში მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანას უმძიმესი წინასაარჩევნო წელი ელოდება:

„რა თქმა უნდა, მთელი ეს ორგანიზებული შეტევა ნათლად დავინახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებში, რომელიც პარასკევს ღიად მოუწოდებდა ყველას და წარმოუდგენელი ეპითეტებით ამკობდა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, მთელ ოპოზიციას უწოდებდა არარაობებს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება წარმოვადგენდეთ მოქალაქეების ინტერესებს პარლამენტში და ა.შ.

ვიდეო: „ქვებს ისვრიან“ – საგარეჯოში ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რამდენიმე პირი ხაბეიშვილსა და ენმ-ის წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციას პენსიონერებს აწვდიდნენ.

ეს არის რუსული მეთოდები. ზუსტად ასეთი მეთოდებით, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს, ამიტომ ძალიან მძიმეა ასეთი ორგანიზებული დანაშაულის და თავდასხმის ყურება მაშინ, როცა უმძიმესი წელი ელოდება საქართველოს, ეს არის წინასაარჩევნო წელი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც საგარეჯოში პენსიონერებს ხვდებოდნენ, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g