საგარეჯოში ფიზიკური დაპირისპირებაა – მედიაში გავრცელებული ცნობით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის სხვა წევრებს დაუპირისპირდნენ.
რამდენიმე პირი ხაბეიშვილსა და ენმ-ის წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციას პენსიონერებს აწვდიდნენ.
ვიდეო: ენმ-ის განცხადებით, კასპში ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“
პარტიის განცხადებით, მისულებმა „დააზიანეს [ხაბეიშვილის] ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან. მისივე თქმით, მათზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია.
„ეს არის სუსის, „ქართული ოცნების“, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან“. – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ჩხუბი საგარეჯოში – მოსახლეობა ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა
ჩხუბი საგარეჯოში – მოსახლეობა ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა
გაიგე ამბავი ? #მაესტროზე ?
Posted by Maestro TV on Thursday, 6 July 2023