LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ენმ-ის განცხადებით, კასპში ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“

258
ხაბეიშვილთან _მივარდნა_ კასპში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კასპში პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და სხვა წევრებს „ქართული ოცნების“ „აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდნენ“.

პარტიის განცხადებით, მისულებმა „დააზიანეს [ხაბეიშვილის] ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

როგორც ენმ-ში აღნიშნავენ, ხაბეიშვილს დახვდნენ: „ქართული ოცნების აქტივისტები, გორის და კასპის საკრებულოს წევრები და სსიპების და ააიპების თანამშრომლები“.

თავად ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი ორგანიზებულია“ და რომ „ოცნების“ აქტივისტები მას ყველგან დაჰყვებიან.

„ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

Posted by ანო ბალიაშვილი on Friday, 30 June 2023

 

გორის საკრებულოს წევრის, ანო ბალიაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგენი, მათ შორის, დეპუტატს უცენზურო ჟესტებს „შუა თითს“ უჩვენებენ.

ერთ-ერთი პირი კი ამბობს, რომ მართლაც არის გორის მერიის ააიპის თანამშრომელი.

ამასთან, დღესვე, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ პრემიერის გამოსვლის გაგრძელებას პარლამენტში აღარ დაესწრებიან და კასპში გაემგზავრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები