LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც მესამე: ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბიში ოქრო მოიგო (ვიდეო)

111

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბიში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებულია.

გრანდ სლემზე ლაშამ საქართველოს მესამე ოქრო (73 კგ.) მოუტანა.

ფინალურ ორთაბრძოლაში შავდათუაშვილი კოსოვოელ აკილ გიაკოვას შეხვდა. დაპირისპირების დაწყებიდან ორ წუთ ნახევარში გიაკოვამ ილეთი წამოიწყო, თუმცა ქართველი მეტოქეს მომზადებული დახვდა და ვაზაარი მოიპოვა. შეხვედრის ბოლო წამებზე კოსოვოელი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, მაგრამ შავდათუაშვილმა თავი კარგად დაიცვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა იაპონელი ტაკეში დოი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში რიგან სუ, ხოლო მეოთხედფინალში უკრაინელი არტემ ხომულა ორი ვაზარით დაამარცხა. ნახევარფინალში ლაშამ შვედი ტომი მაციასი იპონით დაამარცხა.

აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) და ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) მოიპოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები