LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგად დავინახეთ “ქართული ოცნების” წევრები როგორ მიათრევდნენ თინას – ენმ პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

1700
BeFunky-collage

“ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფებამოსილება”,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა.

“დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხდომათა დარბაზში. ეს უპირველეს ყოვლისა თინა ბოკუჩავას ეხება და კარგად დავინახეთ ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თინას, იმიტომ, რომ ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფებამოსილება”. – განაცხდა უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები