მსოფლიოში უხუცესი ალპინისტი ევერესტის დალაშქვრის დროს გარდაიცვალა. „Reuters”-ის ინფორმაციით, ნეპალელი მინ ბახადურ შერხანი 85 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, რომ ახალი მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა და ჰიმალაის მწვერვალი კიდევ ერთხელ დაეპყრო. ნეპალის ტურიზმის სამინისტრომ მოხუცი სპორტსმენის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა, თუმცა თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ პლანეტის ყველაზე მაღალი მწვერვალის დასაპყრობად მინიმალური ასაკი 16 წელია. რაც შეეხება მაქსიმალურ ასაკს, ამას კანონი არ ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ უხუცესი ალპინისტი, ვინც ევერესტის დალაშქვრა შეძლო – 80 წლის იაპონელი იუჩირო მიურა იყო.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05