LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

52
ევროკავშირის-ოფისი

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ელჩის მოადგილე ჟულიან კრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი შარლ მიშელის დოკუმენტისა და იმ გეგმის განხილვაა, რომელიც ოპოზიციას აქვს.

ევროკავშირის წარმომადგენლობას აინტერესებს, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ პოზიციას ევროკავშირი სრულად იზიარებს და მათგან სანქციების მოლოდინი აქვთ.

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასე მარტივად ვერ დაუძვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები