ამერიკული კომპანიის, “ჯონსონ-ენდ-ჯონსონის” მიერ წარმოებული ერთდოზიანი ვაქცინა გახდა რიგით მეოთხე, რომელსაც ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლაში გამოიყენებს.
ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა და ევროპის მედიცინის სააგენტომ ვაქცინა გამოყენებისთვის საბოლოოდ დაამტკიცა.
ევროკავშირმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 400 მილიონი დოზა.
“ბაზარზე უფრო და უფრო მეტი უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა ჩნდება. ევროკავშირში ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიზებული Johnson & Johnson-ის ახალი ვაქცინა. ჩვენ მიერ შეკვეთილი დოზებით კი შეგვიძლია ავცრათ 200 მილიონამდე ადამიანი.” – ასე გამოეხმაურა ფაქტს “ტვიტერზე” ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი.
კომპანია “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლებმა 25 თებერვალს განაცხადეს, რომ მათ მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კვლევის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და უსაფრთხო და ეფექტიანია 66%-ით.
“ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინამ გამოცდის ეტაპები წარმატებით გაიარა – ის 66%-ით ეფექტიანია
ამ დროისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინაცია მიმდინარეობს გერმანულ-ამერიკული “ბიოენტეკ-ფაიზერის”, ბრიტანულ-შვედური “ასტრაზენეკას” და ამერიკული”მოდერნას” ვაქცინებით.