ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის ნაწილია, რომლის შესახებაც განცხადება გუშინ კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში 58 პირი შედის.