LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევრონიუსი” აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

298
1217394778

აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მენეჯმენტი გაეცნო.

რეგიონში სტუმრობისას ტელეკომპანიის წარმომადგელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებთან ერთად დეპარტამენტისა და „ევრონიუსის“ როგორც არსებული, ისე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეგახსენებთ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას „ევრონიუსის“ მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს. აჭარის საზღვაო და სამთო პროდუქტები არაერთხელ მოხვდა „ევრონიუსის“ გადაცემებში: Metropolitan, Cult, Focus, Adventure, ვიდეობლოგში „24 საათი ბათუმში“ როგორც სიუჟეტების, ასევე სატელევიზიო რეკლამის სახით. გარდა „ევრონიუსისა“, აჭარის სატელევიზიო რეკლამები ასევე ტრიალებდა Deutsche Welle-ს, BBC-ის, National Geographic-ის, Travel Channel-ისა და გერმანიის ადგილობრივი არხების RTL, N-TV ეთერში.

აჭარაში ვიზიტისას „ევრონიუსის“ წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და მოადგილეს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონი უკვე დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები