LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ყველაფერში რომ ვედრებით, საჭიროა რეგულაციების სწორი მართვა – ტუროპერატორები სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვენ

63
somkhetma-utskhoelebistvis-sazghvari-gakhsna-w-h

„საკითხის რამდენიმე განხილვა იყო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ალბათ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება. დღის წესრიგში დადგება”, –  ასე უპასუხა სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში გასათვალისწინებელია.

„სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლა, ზოგადად უფრო მეტია ხოლმე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომელიც გარშემო გვყვავს. აქედან გამომდინარე გათვალისწინებული უნდა იყოს ეპიდსიტუაცია ჩვენთან და ირგვლივაც”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ტუროპერატორთა ასოციაცია კი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ ქვეყანამ სახმელეთო საზღვრები უნდა გახსნას.

“ბოლო 6 თვეა ამბობენ, რომ სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, მაგრამ მსჯელობის დაწყება შედეგი არ არის. ჩვენ გვინდა შედეგი. სხვა ქვეყნებს ერთმანეთს შორის სახმელეთო საზღვრები გახსნილი აქვთ. ევროპას ყველაფერში რომ ვედრებით, საჭიროა რეგულაციების სწორი მართვა და გეგმების დასახვა“,- აღნიშნა თაბაგარმა “ბიზნესპარტნიორში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები