ევროპა თანამედროვე ტურისტების საყვარელი დანიშნულებაა. ყველა მოგზაურს თავისი მიზანი და სურვილები აქვს, ზოგი უპირატესობას ადგილობრივ გასართობს ანიჭებს, ზოგს ღირსშესანიშნაობების ნახვა სურს, ზოგისთვის კი ყველაზე საინტერესო ისტორიული არქიტექტურაა.

მარბელა – ქალაქი მოგზაურებს ფითქინა სახლებით და ვიწრო ქუჩებით ხიბლავს. ყველა აივანს ყვავილები ამშვენებს, იქვე განთავსებული შადრევნები თუ მინიატურული ტაძრები ლოკაციას მართლაც დაუვიწყარს ხდის.

პრაღა – ამ ქალაქში ტურისტებს ლეგენდარული და დიდებული ძეგლები ელოდებათ. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ისტორიულ ღირსშესანიშნაობას გადააწყდებით. მსურველებს უამრავი მუზემის და ტაძრის დათვალიერებაც შეუძლიათ.

სიბიუ – რუმინული ქალაქი არც ერთ სხვა ევროპულ დანიშნულებას არ ჩამორჩება. ქალაქი უძველესი კედლებითაა შემოსაზღვრული და ქვეყნის მთავარ ტურისტულ დანიშნულებად ითვლება. ტურისტებს მის საზღვრებში უამრავი მუზეუმის, მოედნის თუ ძეგლის ნახვა შეუძლიათ.

რომი – ქალაქში განსაკუთრებული ისტორიული ატმოსფეროა. ტურისტებს სურვილის მიხედვით, ულამაზესი შადრევნებით, ნანგრევებით თუ ტაძრებით შეუძლიათ ტკბობა.

ვენა – ქალაქის აღწერა ერთდროულად რამდენიმე ეპითეტით შეიძლება – რომანტიკული, გრაციოზული, დიდებული, დახვეწილი. გარდა ულამაზესი არქიტექტურისა ლოკაცია ვიზიტორებს უგემრიელეს ყავას და ტკბილეულსაც უმზადებს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05