სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩვართან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გამოეხმაურნენ.
უფლებადამცველების თქმით, ევროპულმა სასამართლომ აღიარა მსჯავრდებული პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტი და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
“უმჯობესი იქნებოდა ევროპულ სასამართლოს პირდაპირი მითითება გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ მოხდა” – ასე აცხადებენ ადვოკატები
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების თქმით, საკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა კერძო კლინიკაში გადაყვანას მხოლოდ, სააკაშვილის სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ კერძო კლინიკაში შესაძლებელია ამის უზრუნველყოფა მხოლოდ და გლდანის ციხეში ის არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ისე როგორც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა, მან არ დაასახელა კლინიკა..
“გვერჩივნა პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი რაღაცა პრაქტიკულად არ ხდება.” – აცხადებს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, სასამართლომ დაავალდებულა სახელმწიფო, რომ სააკაშვილს თავიდან თმა არ უნდა ჩამოუვარდეს.
ადვოკატების ინფორმაციით, გაითვალისწინებს თუ არა სააკაშვილი სტრასბურგის მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.
“მოთხოვნის გაგზავნის მიზანი იყო, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მოხდებოდა მისი გადაყვანა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად კერძო, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეტალიზაციის გარეშე სახელმწიფოს დაავალა, რომ უზრუნველყოს სათანადო მკურნალობა და უსაფრთხოების დაცვა,” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც.