გასულ კვირას, WhatsApp – ის მომხმარებლებმა შეტყობინებები მიიღეს, რომ Facebook – ისთვის პირადი მონაცემების გაზიარების შესახებ კონფიდენციალობის ახალ პოლიტიკასა და წესებს დათანხმებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა, თებერვალში ამოქმედდება და ყველა მომხმარებელზე გავრცელდება. კომპანიის ახალ წესებში აღწერილია, რომ Facebook-ს ექნება წვდომა  WhatsApp-ის მომხმარებელთა  ტელეფონის ნომერზე, პროფილის სახელზე, მისამართსა თუ სხვადასხვა პირად მონაცემზე.

შეგახსენებთ, რომ ”Facebook”- მა ”WhatsApp”-ი 2014 წლის 19 თებერვალს, 19 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები