LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა – როგორია 1 წლის ალექსის მდგომარეობა

3079
BeFunky-collage (5)

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატარას დედა ავრცელებს ინფორმაციას.

პატარა ალექს პატურაშვილს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“ბავშვის მდგომარეობა გასულ დღეებთან შედარებით არის უკეთესი. არის კონტაქტური, ზომიერად აქტიური, სიცხე არ აქვს, გვერდითი გამოვლინებები პირველი ქიმიის შემდეგ ამ ეტაპზე არ აღენიშნება. სისხლის ანალიზი არის ნორმის პარგლებში, ცვლილებები არაა ექიმის თქმით.

სხვა ანალიზები, როგორიცაა MRT, MRA ან EXO ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ მდგომარეობის ადექვატური შეფასება ამ ეტაპზე არ შემიძლია. ჩემი სუბიექტური დაკვირვების მიხედვით კი, მგონია, რომ უკეთესობისკენ მივდივართ”, – წერს სოციალურ ქსელში ალექსის დედა და ყველა ადამიანს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის.

“გმადლობთ მხარდაჭერის და ყველა სიტყვისთვის, რაც გვითხარით, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი.”

ანგარიშის ნომერი : GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი)

მიმღები: ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები