LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქნებ ვინმემ გამაღვიძოს, სადაა ზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის” – ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს დახმარება სჭირდება

15653
7890

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა ალექს პატურაშვილს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აუცილებელია ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა. ამ ეტაპზე პატარა ალექსი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

ალექსის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“იქნებ ვინმემ გამაღვიძოს, სადაა ზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის ვეღარ ვიგებ, თითქოს ჩემი ტვინი ავარიაში მოხვდაო, იქნებ ვინმემ მიპასუხოს ხითხვებზე: რატომ? როდის, საიდან, როგორ???.. პასუხი არსადაა, ვის ვკითხო, ვის თვალებში ვეძებო, ჩემი გული ყოველთვის განიცდიდა სხვის ტკივილს ისე როგორც საკუთარს, ეს ყველამ იცის ვინც კარგად მიცნობს, ყველა მიყვარს ყველას ვეფერები თუნდაც გულში.. ბევრი მიტირია ღამე ან ჩუმად სხვისი ცუდის ან ტკივილის გამო.. ბუნებრივია ფიქრობ რატომ? მაგრამ პასუხი არ არსებობს, ვიცი რომ ჩემნაირ განსაცდრლშიც ბევრია და იგივე კითხვები აწუხებთ.. მაგრამ ღმერთო დამიბრუნე ყველა ჩემი კეთილი საქმეები, კეთილი ფიქრები რაც სხვების მიმართ მქონია და გამიკეთბია, წინ დამახვედრე ყველაფერი, უკან დამიბრუნე…” – წერს ნატალი გვედაშვილი.

 

ანგარიშის ნომერი : GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი)

მიმღები : ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები