LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, დაგვიდგეთ ამ განსაცდელის ჟამს, ჩემს ძმას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს , საჭიროა თურქეთში დამატებით გამოკვლევებზე ჩასვლა, 8 მაისამდე გვაქვს დრო“ – საბა საბიაშვილი მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს

159
საბა საბიაშვილი

მოქალაქე საბა საბიაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მის ძმას, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, თურქეთში დამატებით გამოკვლევებზე გამგზავრება ესაჭიროება. როგორც საბა საბიაშვილი წერს, ოჯახს დრო 8 მაისამდე აქვს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გთხოვთ წაიკითხეთ

ვინც მიცნობს იცის რომ არავისთვის არაფერი მითხოვია აქამდე ასე..

არც მეგონა თუ ოდესმე მსგავს რამეს მოვითხოვდი და მსგავსი განსაცდელი გვექნებოდა ცხოვრებაში..

მაგრამ ყველაფერი ხდება და თქვენს იმედად ვართ

გთხოვთ როგორც საკუთარი ოჯახის წევრის პრობლემა ისე მიიღოთ და შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში..

ჩემს ძმას დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და საჭიროა თურქეთში დამატებით გამოკვლევებზე ჩასვლა.

8 მაისამდე გვაქვს დრო და გთხოვთ, ვისაც რის საშუალება გექნებათ, იქნებ გვერდში დაგვიდგეთ ამ განსაცდელის ჟამს

უფალი გფარავდეთ და ღმერთმა ცხოვრებაში არავის გამოგაცდევინოთ ეს გრძნობა.

საჭიროზე მეტი თანხის შეგროვების შემთხვევაში ვისაც საჭიროდ ჩათვლით თქვენ იმას დავეხმარებით და გადავურიცხავთ მათ

თიბისი: #GE91TB7222145061100071

საქართველო: #GE06BG0000000162455235“, – წერს საბა საბიაშვილი.

გთხოვთ წაიკითხეთ 🙏🏻 ვინც მიცნობს იცის რომ არავისთვის არაფერი მითხოვია აქამდე ასე.. არც მეგონა თუ ოდესმე მსგავს რამეს…

Posted by Saba Sabiashvili on პარასკევი, 03 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები