LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანუკა არსებობენ ადამიანები და არსებობ შენ! მადლობა ყველას გადარჩენილი სიცოცხლისთვის.. ხვალ ღამე მივდივართ სამკურნალოდ“ – 13 წლის გაბრიელის დედა საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და მიმართვას ავრცელებს

249
თამუნა ლარაჯული

13 წლის გაბრიელის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადაცემის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მიერ ჩატარებული მარათონი წარმატებით დასრულდა და საზოგადოების ერთიანობით, 100 ათასი ლარი შეგროვდა.

,,გაბრიელისთვის გვჭირდებოდა 40 ათასი ლარი და შეგროვდა 100 ათასი! თქვენზე მაგარი ხალხი არსად ცხოვრობს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაბრიელის დედა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში, მადლობას უხდის.

ამავე პოსტიდან ირკვევა, რომ გაბრიელი ხვალ გაემგზავრება სამკურნალოდ.

„საოცარი საღამო იყო გუშინ, საოცარი ძალის მოკრების ახალი შემართების, ხვალ ღამე მივდივართ სამკურნალოდ,

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა, ვინც ლოცავდა ჩემ შვილს

მადლობა, ჩემს ოჯახს,

თქვენ ადამიანებო,

ყველა ჟურნალისტს ოპერატორს ტელევიზებს და მთავარი არხი • Mtavari Arkhi

Nanuka Zhorzholiani

გუშინ დაწერაც ვერ შევძელი ნანუკა არსებობენ ადამიანები და არსებობ შენ!

მადლობა ყველას გადარჩენილი სიცოცხლისთვის 🙏

საოცარი ხალხი ვართ საოცარი ერთიანობით და ერთგულებით როცა საქმე ბავშვს ეხება,

ჩემ შვილებს დას დედას ოჯახს მადლობა ,

ჩემს მეგობრებს 🙏

არ ვიცი, ძალიან უბრალო სიტყვაა ეხლა მადლობა იმის გამოსახატად რაც გუშინ მოხდა 🙏

არც ერთი სიკეთე არ იკარგება და ამაში დავრწმუნდი,

სასწაული ხდება და წინ მთავარი სასწაული, ჯერ კიდევ დიდი სასწაული უნდა მოხდეს გაბიმ უნდა იცხოვროს ტკივილის გარეშე და თქვენ მე ამის ძალა მომეცით გუშინ!“, – წერს გაბრიელის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები