LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი და პრემიუმ ხარისხის – „ტომი ჰილფიგერში” შემოდგომა-ზამთრის კოლექცია განახლდა

438
75610856-2544664495654526-8033459254532767744-n

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ  „ტომი ჰილფიგერი” შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღო. როგორც „ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, ეს არის პრემიუმ ხარისხის ევროპული კოლექცია, რომელიც ნიდერლანდებიდან ჩამოიტანეს.

„მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენთან შეიძინოს შემოდგომა-ზამთრის ტანისამოსი, ასევე ფეხსაცმელი, აქსესუარები, ახალი კოლექციის საათები, ამ სეზონის მოდური ჩანთები. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სპორტული ხაზი როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის”, – აცხადებენ „ტომი ჰილფიგერში”.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „ტომი ჰილფიგერში” ფასდაკლების აქცია არ მიმდინარეობს, თუმცა ნოემბრის ბოლოდან მომხმარებელი მაღაზიისგან საინტერესო ფასდაკლების აქციებს უნდა ელოდოს.

აღსანიშნავია, რომ ტომი ჰილფიგერის ახალი კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებით. გარდა ბრენდისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი ფერისა (ლურჯი, წითელი, თეთრი), კოლექციაში ჭარბობს ვარდისფერი, ნარინჯისფერი და სხვა ფერები.

შეგახსენებთ, „ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 46 ნომერში ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები