LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფიფქებოს” ავტორი, გიული დარახველიძე გარდაიცვალა

763
giulodaraxvelidze201130

მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული ფუძემდებელი, რომელმაც სტუდენტობის პერიოდში გიტარისტთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიული დარახველიძის მიერ დაწერილი სიმღერა “ფიფქებო” საახალწლო სიმღერებს შორის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

მისი გარდაცვალების შესახებ წერს მისი შვილიშვილი, ირინა გელაშვილი:

„სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა, მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა… სამწუხაროდ, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო, რომ პანდემიაა… მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა…

ხვალ გავაცილებთ სამუდამოდ…  ვისაც გაცილება გინდათ, ხვალ, სამშაბათს 12 სათიდან ვაკის სამებაში იქნება…

ძალიან რთულა ჩემთვის მასზე  რაიმეს დაწერა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას, რაც ამ ქალმა დატოვა ჩემში და ზოგადად ამ ქვეყნად, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი,

მე აღარ მყავს ბებია …”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები