საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლა იწყება. მხარეებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

როგორც ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიპლომატიური კავშირების გაძლიერებას, ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინია სერუირატუმ.

ცნობისთვის, ფიჯი არის სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთით, ამავე სახელწოდების არქიპელაგზე. იგი მდებარეობს ვანუატუდან აღმოსავლეთით, ტონგიდან დასავლეთით და ტუვალუდან სამხრეთით. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია. რაც შეეხება ტურიზმს, ფიჯის კუნძულები მრავალი მოგზაურის საოცნებო ადგილია. ფიჯი არ არის მხოლოდ 1 კუნძული, ის 332 კუნძულს აერთიანებს.

მსგავსი თემები