რუსი მომღერალი, ფილიპ კირკოროვი, რომელიც მოლდოვაში გუშინ ღამით ჩაფრინდა, ქვეყანაში არ შეუშვეს. როგორც ქვეყნის სასაზღვრო დეპარტამენტი აცხადებს, მომღერალმა საზღვრის კვეთის შესახებ კანონი დაარღვია.
„ამ ღამით კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში უცხოეთის რამდენიმე მოქალაქის მიმართ მიღებულ იქნა ქვეყანაში არ შემოშვების გადაწყვეტილება. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა საზღვრის კვეთის შესახებ კანონი დაარღვია“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობილია, რომ კირკოროვი მოლდოვაში კონცერტების დაგეგმვას აპირებდა.
ფილიპ კირკოროვი წლები მალავდა, რომ სომეხი იყო – რუსული მედია
სკამებს ჩაჭიდებული, ყველაფერზე წამსვლელი რუსი ჩინოვნიკები ამაზრზენი სანახავია – ფილიპ კირკოროვი
„კრემლის სასახლეში“ დაგეგმილ ფილიპ კირკოროვის „გრანდიოზულ” კონცერტზე ბილეთები არ იყიდება