რადიო “ფორტუნამ” ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემა გააშუქა და მათ შესახებ მასალა მოამზადა, სადაც ქუთაისელები ყვებოდნენ, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეექმნათ ქარხნის კვამლის გამო. ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვებოდა, რომ მის ბავშვს თმის ცვენა დაეწყო, სისხლში ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა,რაც მისი თქმით, გარემოს დაბინძურებამ გამოიწვია. რადიო “ფორტუნა” დაპირებისამებრ გთავაზობთ “ამბიკონ სტილსის” კომენტარს :
ზოგჯერ გამოვიხედავთ ხოლმე და ყველაფერი კვამლშია გახვეული
ბავშვს თმის ცვენა დაეწყო, სისხლში ტყვია აღმოაჩნდა - სად არის ქარხანა, რომელიც მომწამვლელ კვამლს უშვებს
“მეტალურგიულმა ქარხანა – „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა დაიწყო 2019 წლის იანვარში ქ. ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული და ფაქტობრივად, ნადგურდებოდა ინვესტორის მიერ ქარხნის ასაშენებლად დახარჯული 50 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე დიდ უცხოურ ინვესტიციად შეფასდა ქალაქისათვის.
ახალმა ინვესტორმა „ამბიკონ სტილსმა“ ქარხნის ხელახლად ასამუშავებლად და წარმოებისთვის ახალი სიცოცხლის შთასაბერად 2018 – 2019 წლებში საწარმოში დამატებით მოახდინა 4 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში უფრო დიდი ინვესტიციის განხორციელებას. დღეისთვის (როცა საწარმო იმყოფება ჯერ კიდევ სტარტაპის რეჟიმში) საწარმოში დასაქმებულია 250 ადამიანი, მ.შ. 220 საქართველოს მოქალაქე, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ქუთაისისა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებნი არიან. საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 800 ლარს. წარმოების შემდეგ ეტაპზე ქარხანა გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას 300-იდან 400-მდე (შესაძლოა უფრო მეტიც). 100-ზე მეტი ადამიანი არაპირდაპირ არის დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურეობას უწევენ ქარხანას.
დასაქმებულთა რაოდენობის დიდი მოცულობის გარდა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქარხანამ ხელახალი ამუშავებიდან (2019 წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე) დღემდე სახელმწიფო (ცენტრალურ) ბიუჯეტში შეიტანა 283 000 ლარი. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადები შეადგენს 6-7 ლარს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ადგილობრივი გადასახადების კუთხითაც, საწარმო რჩება ერთ-ერთ უდიდეს კონტრიბუტორად ქალაქის ბიუჯეტში, მის მიერ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადი აჭარბებს 100 000 ლარს.
საწარმო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარმოების პროცესის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს, რაც დეტალურად არის გაწერილი საწარმოს ეკოლოგიურ პოლიტიკაში.
გარემოსდაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი ნორმების დაცვის მიზნით ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მოწყობილია ასპირაციული სისტემის (მშრალი ფილტრებით) გამწმენდი დანადგარი. წარმოების გამონაბოლქვის შესამცირებლად საწარმომ უკვე მოახდინა კვამლის ფილტრების ნაწილის დამონტაჟება. კომპანია აძლიერებს გარემოსდაცვით მექანიზმებს. აღნიშნული პროცესი დასრულდება 2020 წლის მარტში.
საწარმო იცავს პასუხისმგებლიანი ბიზნესის პრინციპებს და გარემოსდაცვითი ასპექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით, ის გეგმავს რეგულარულად შეხვდეს ქარხნის მიმდებარე უბნებში მცხოვრებ ადამიანებს, რათა მოხდეს მაცხოვრებლების ინფორმირება საწარმოს მიერ გარემოს დაცვის კუთხით უკვე განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”, – წერია კომპანიის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.