LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება“ – მიხეილ ჩხენკელი

150
97005697-4057833414234373-4855921464018206720-n

ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მე-12 კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, დანარჩენები კი 15 ივნისს დაასრულებენ

„მოგეხსენებათ, შეზღუდვების მეექვსე ეტაპზე იგეგმება საგანმათლებლო აქტივობების განახლება. შესაბამისად, ფინალური გამოცდები ამ პერიოდში ჩატარდება. შუალედურ გამოცდების პრობლემა მოხსნილია. უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახერხეს მასთან ადაპტაცია“, –  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

“აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა” – მიხეილ ჩხენკელი

მინისტრის თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით მოხდება სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

“შეიძლება შეიცვალოს გამოცდების თარიღი”: როდის და როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

პოპულალურები