LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი არ არის როკ-ვარსკვლავი – ივანე მაჭავარიანი

173
machavariani

თუ 45%-ს ფინანსთა მინისტრის შესახებ არ სმენია, ეს არცთუისე ცუდი მაჩვენებელია, რადგან არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ. ის არ არის როკ-ვარსკვლავი, – ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავრიანი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მისი უწყება საქმეს წყნარად აკეთებს.

“ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს წყნარად. მთავარია, რომ ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური განვითარება და რეფორმები არ შეჩერდეს და მდგრადი განვითარება შევინარჩუნოთ”, – აცხადებს მინისტრი.

“ვინც იცის ეტყობა ის აფასებს, დანარჩენმა არ იცის და ამიტომ არ აფასებს”- ასე ეხმიანება მინისტრი იმ ფაქტს, რომ კვლევის თანხმად, მოსახლეობის მხოლოდ 8% აფასებს ფინანსთა მინისტრის საქმიანობას დადებითად.

კვლევის მიხედვით, მთავრობის მუშაობას გამოკითხული მოსახლეობის 56% უარყოფითად აფასებს, უშუალოდ ფინანსთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია მხოლოდ 8%, 45%-ს კი არაფერი სმენია მის შესახებ.

კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეშევეობით. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები