LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ლარი წამოვა ქვემოთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით

101
ლარის-დიზაინი

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ივანე მაჭავარიანის თქმით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

“ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება. ლარი წამოვა ქვემოთ – ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები