LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში უცნაურ მეთოდს ტესტავენ – ერთი გზის სხვადასხვა ზოლზე სიჩქარის სხვადასხვა რეჟიმი იმოქმედებს

125
finlandroad

2021 წლიდან ფინეთში გაჩნდება გზა, რომელსაც სხვადასხვა ზოლზე სხვადასხვა სიჩქარის რეჟიმი ექნება. პირველი ასეთი ექსპერიმენტი ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქის, ჰელსინკისა და თურქუს დამაკავშირებელ გზაზე იგეგმება.

ფინეთის ტრანსპორტის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ასეთი დიფერენცირებული სიჩქარის რეჟიმი ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობას აუცილებლად შეამცირებს.

სხვადასხვა ზოლებს შორის სიჩქარის სხვაობა მაქსიმუმ 20 კმ/სთ იქნება. მარჯვენა ზოლი, საიდანაც ავტომობილები უფრო ხშირად ბრუნდებიან, უფრო ნელა იმოძრავებს, მარცხენა კი უფრო სწრაფი იქნება. სიჩქარის რეჟიმის დაცვას კამერები გააკონტროლებენ.

ფინეთის გზები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველ წელს ავარიებს მილიონიდან 46 ადამიანი ეწირება, ევროპის საშუალო მაჩვენებელი კი 50 მსხვერპლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები