LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: „კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.. ეს ვარიანტი საქართველოში ზაფხულიდანაა და უკვე ყველა ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს“

337
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის – EG.5-ის გავრცელების სტატისტიკაზე წერს.

გიორგი ფხაკაძე: „კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის.. ერთი კარგი ამბავი – ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის საშიშია“ 

როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს, „ერისის“ სახელით ცნობილი ახალი ვარიანტი, საქართველოში უკვე ზაფხულიდან არის და კოვიდ ინფიცირებულების 50%-ს შეადგენს:

„კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს.

ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს.

კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.

რისკის ჯგუფები: 70 წლის გადაცილებული, ქრონიკული პაციენტები.

მთავარია, საპანიკო არაფერი არ არის. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

?კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5

✅სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ…

Posted by Giorgi Pkhakadze on ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, უცხოური მედია აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება.

საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g