LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford 11 ათას ადამიანს დაასაქმებს

68
6-16X9

Ford მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. უმსხვილესი ავტომწარმოებელი მისი შემდეგი თაობის ელექტრო F სერიის პიკაპისთვის 3 ქარხანას ააშენებს ტენესის და კენტუკის შტატებში.

პროექტში 11,4 მილიარდი დოლარი ჩაიდება და ახალ ქარხნებში 11 ათასი ადამიანი დასაქმდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ქარხნები მუშაობას 2025 წლიდან დაიწყებენ.

შეგახსენებთ, Ford გეგმავს Tesla-ს კონკურენცია გაუწიოს და 2025 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებაში 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ, Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი გახდა, ელექტრომობილების წარმოების განვითარების იდეა კიდევ უფრო დაჩქარდა და დაიხვეწა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები