LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავიდა

827
71283820-424627584859666-6581392891212464128-n

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავიდა.  დღეიდან დღის შემაჯამებელი გამოშვება 20:00 საათზე გავა ეთერში. გამოშვების წამყვანი ელისო ჯარიაშვილია.

ელისო ჯარიაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ფორმულა კრეატივის გაკეთებულ სხვა ტელევიზიაში (მესამეში) მუშაობდა. ის გადაცემა მთელი ამბავის ავტორი და წამყვანი იყო. მანამდე ჯარიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურში, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.

“ფორმულა ნიუსის” ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შორის არიან: სოფო ზურაბიანი, დავით ქაშიაშვილი, მარტა ქურასბედიანი, თამარ ჭავჭავაძე, სოფო ვარდიაშვილი, მაკა ფანქველაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, ნანა ინწკირველი. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი ლაფერაშვილია.

ცნობისთვის “ფორმულა ნიუსის” დილის გამოშვებას სალომე ნინუა წაიყვანს, 12:00- საათიან ეთერს – შოთა დიმიტრიშვილი, 14:00 და 17:00 საათზე – თამარ დემეტრაშილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები