LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი ქართული თავგადასავალი – დღეიდან შეგიძლიათ იმოგზაუროთ მღვიმეში, რომელიც 30 000 წლის ისტორიას ინახავს

315
228439059-540393977272294-4469303559857319435-n

5 აგვისტოდან, თეთრა მღვიმეში მოგზაურობის დროა! მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში, ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ.

თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ. საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

„იმოგზაურეთ 30 000 წლის წინანდელ სამყაროში, მიწისქვეშა, თეთრ სამფლობელოში, რომელიც განსაკუთრებული სილამაზის გარდა მნიშვნელოვან არქეოლოგიური ძეგლია და საქართველოს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, თეთრა მღვიმეში მკვლევარების მიერ მოპოვებულია 15 000 -მდე არქეოლოგიური ექსპონატი, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

მღვიმე სულ 3 დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატების სვეტებითაა გამიჯნული.

„საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ბუნების მიერ შექმნილი კიდევ ერთი საოცრება საქართველოში!“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g