LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბორჯომში ნაძვნარში ჩაფლული „სპილოს ოჯახი“ გამოჩნდა

491
ყყ

ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება, კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ბაზარზე ახალ-ახალი განთავსების ობიექტები ჩნდება, რომლებიც ადგილობრივ დამსვენებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.

ამჯერად, პლატფორმა Pompok.com მომხმარებელს „სპილოს ოჯახს“ აცნობს.

„ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ხის კოტეჯები ,,სპილოს ოჯახი’’ მდებარეობს. კოტეჯები შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დგას ნაძვნარში. თითოეული კოტეჯი აღჭურვილია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა ნივთით. აქ დაგხვდებათ სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და სასიამოვნო გარემო. შეგიძლიათ ესტუმროთ წელიწადის ნებისმიერ დროს“, – იუწყება Pompok.com.

აღსანიშნავია, რომ Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები