დღეს მადრიდში, რეტიროს პარკში სან-ხუანის დღე აღინიშნა. დღესასწაულის საპატიო სტუმარი გახდა დედოფალი ლეტიცია.
ფოტო: ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ცისფერ და ვარდისფერ საზაფხულო კაბებში
თეთრი კაბა-ხალათი და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი – დედოფალი ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა
ამ დღისთვის მონარქმა არჩევანი „სალვატორე ფერაგამოს“ წითელ კაბაზე გააკეთა. ატლასისი კაბა ულამაზესი მკლავებით დედოფალმა ლეტიციამ „კაროლინა ჰერერას“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა.
ლეტიცია მოდის ექსპერტებმა ყველაზე გემოვნებიან მონარქად არაერთხელ დაასახელეს, მისი ყოველი საჯარო გამოსვლა მოდის ნამდვილ დღესასწაულად ითვლება.