რეჟისორი დათო იმედაშვილი მეუღლესთან, ცნობილ ტელესახე ანნა იმედაშვილსა და შვილებთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
წყვილი დროს ოჯახურ გარემოში მხიარულად ატარებს.
ახლახან დათომ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც კალიფორნიაში, კერძოდ, სანტა მონიკაში, სანაპიროზეა გადაღებული.
დათო და ანნა თავიანთ ნაბოლარა ვაჟთან ერთად ნებივრობენ სანაპიროზე.
„ოჯახური უიკენდი“, წერს დათო იმედაშვილი.