ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული იმართება. „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე ტარდება.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ევროპის მოედანზე იმართება გალაკონცერტი, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები, მათ შორის ლელა წურწუმია და ნინი ქარსელაძე მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ მომღერლების ჩაცმულობამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.