მომღერალი მამუკა ონაშვილი სამი დღის წინ, მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალეს. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის სამუდამო განსასვენებელს ერთი ძაღლი არ შორდება. ამის შესახებ ონაშვილის დისშვილი თეონა უსტიაშვილი წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
“ასე ზის თეთრი ძაღლი არ გშორდება, მანდაც მოგაგნეს შენმა ოთხფეხა მეგობრებმა”, – წერს მომღერლის დისშვილი.