LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ოლენა ზელენსკას რეაქცია, როდესაც დავოსში ღონისძიებაზე გამოსვლის წინ ბროვარის ავიაკატასტროფის შესახებ შეიტყო

173
Untitled design (2)

საერთაშორისო მედიაში ვრცელდება იმ მომენტის ამსახველი კადრები, როდესაც უკრაინის პირველმა ლედიმ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ შეიტყო.

მედიის ცნობით, ოლენა ზელენსკას დავოსში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ.

კიევის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის დროს უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა

„დღეს კიდევ ერთი ძალიან სევდიანი დღეა – ახალი დანაკარგები. ვფიქრობ, ჩემს ემოციებს გაიგებთ, შესაძლოა, ეს ემოციები ცოტათი უადგილოა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დიალოგში, მაგრამ ომმა როგორც მთელი მსოფლიო, ასევე მთელი ჩვენი დიალოგი შეცვალა“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

შეგახსენებთ, ვერტმფრენი დღეს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g