LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: კიევის მახლობლად საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

148
BeFunky-collage (3)

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს,უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

„ვარკვევთ მომხდარის დეტალებსა და გარემოებებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე.

უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები