კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ემსხვერპლა.
მედია: კიევის მახლობლად საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო მდივანიც.
მათ დაღუპვას ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ადასტურებს.
შეგახსენებთ, ვერტმფრენი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში დღეს ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც იგორ კლიმენკო სოციალურ ქსელში წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. საავადმყოფოში გადაყვანილია 22 დაშავებული, რომელთა შორის 10 მოზარდია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში