LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შემიძლია დღეს ბობოქარ ვირუსზე პატარა ინფორმაციული პოსტი არ დავწერო და არ დაგამშვიდოთ, დღევანდელი მონაცემებით ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას!!!“ – რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

175
ინგა მამუჩიშვილი

„დღევანდელი მონაცემებით ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას!!! ენტეროვირუსები ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირია,“ – წერს სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი და საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

„დაგემშვიდობეთ, მაგრამ არ შემიძლია დღეს ბობოქარ ვირუსზე პატარა ინფორმაციული პოსტი არ დავწერო და არ დაგამშვიდოთ. დღევანდელი მონაცემებით ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას!!! ენტეროვირუსები ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირია. ისინი შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით, პირის ღრუში მტკივნეული წყლულებით, ხელ-ფეხზე გამონაყარით ან დიარეით. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა ახასიათებს გართულებებიც…

საკმარისი სითხე, სიმპტომური მკურნალობა, გამონაყარის და ტემპერატურის გამო არ მოერიდოთ ბავშვის დაბანას!!! ექიმთან დროული კონსულტაცია მაღალი ცხელების, ძლიერი სისუსტის შემთხვევაში თავიდან აგარიდებთ გართულებებს,“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები