LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებო, ნუ დავკარგავთ ერთმანეთს, ადამიანებად დავრჩეთ“ – ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

231
2026-07-09_01-02-40_112809

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას გვიზიარებს.

„რატომ დავკარგეთ სხვისი ტკივილის განცდის უნარი? რატომ გახდა ადამიანის სიცოცხლე ასეთი იაფი და სხვისი ტრაგედია ასეთი ჩვეულებრივი?!
აღარ ვებღაუჭებით ერთმანეთს, აღარ ვიბრძვით თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად… თითქოს გულებიც გაგვიცივდა და სინდისიც დაგვიჩლუნგდა.
ყველაზე საშიში ის კი არ არის, რომ სამყაროში ბოროტება არსებობს, არამედ ის, რომ სხვისი ტკივილი აღარ გვტკივა…
ადამიანებო, ნუ დავკარგავთ ერთმანეთს,ადამიანებად დავრჩეთ“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები