დიზაინერი მაკა კვიციანი თბილისში საკუთარი კაფეს მფლობელი გახდა.
მცირე ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ამოწმებდა რემონტის კეთებისას დეტალებს.
მაშინ დიზაინერმა დაწერა, რომ ეს არცთუ ადვილი საქმეა: „როცა გინდა საკუთარი რესტორნის გახსნა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ, რა რთულია…“
ამის შემდეგი პოსტი უკვე გვაჩვენებს „დალოოდის“ კაფეს, სადაც ინტერიერში მწვანე ფერი ჭარბობს, კაფეში მაკას მიერ შექმნილი კოლექციებიდან ნიმუშებია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ კაფე საკუთარ მაღაზიაში გახსნილი აქვს ასევე ანუკი არეშიძესაც. ცნობილია, რომ ანუკი და მაკა კარგი მეგობრები არიან.