მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის კაბაში პოზირებს. შესაბამისი ფოტოები მან ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მარიამ სანოგოს შავი ფერის ელეგანტური კაბა ამშვენებს და კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მოდელს. მოდელის ფოტოებს თავად დიზაინერიც იწონებს.
ავთანდილის შავი კაბა წელში გამოყვანილია და კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის ქალის სილუეტს. კაბას ღრმა დეკოლტე აქვს და თეთრი ყელსახვევიც ამშვენებს. ეს დეტალები კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას ანიჭებს მას.
მოდელის შავ-თეთრმა ფოტოსესიამ გამომწერების მოწონება დაიმსახურა:
“შავი პანტერა;
ყოველთვის როგორი დახვეწილია”, – წერენ კომენტარებში გულშემატკივრები.