გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, ოთხივე გოგონაა.
ყველა მათგანი არასრულწლოვანია და დედასთან ცხოვრობენ, ვინაიდან გარკვეული პერიოდის წინ გია და თაკო განქორწინდნენ.
ახლახან თაკო ტაბატაძემ გამოაქვეყნა ოჯახური ფოტოები, სადაც თავის ქალიშვილებთან ერთად არის გადაღებული. ერთ-ერთი მათგანი, ანასტასია დღეს ხუთი წლის გახდა.
გოგონას დაბადების დღე ტორტითა და მულტფილმის პერსონაჟის მოწვევით აღნიშნეს.