ყველასთვის კარგად ცნობილი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, საკუთარ „ინსტაგრამ“ თუ ფეისბუკ გვერდზე განსაკუთრებით აქტიურია და მიმდევრებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას და პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც უზიარებს ხოლმე.
ამჯერად, თიკამ ნიუ-იორკიდან გაავრცელა ფოტოები, რომელშიც მასთან ერთად, მისი ძმა ლევან ფაცაცია და კალათბურთელის მეუღლე მოდელი, ქეთი საბახტარაშვილი არიან წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, თიკა ფაცაცია ხვალ, 12 მაისს ბრუკლინში, რესტორანში „Nota bene“ წარდგება სტუმრების წინაშე.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მის ვიზიტს ქართველი ემიგრანტები მოუთმენლად ელოდნენ.