დატვირთული საზაფხულო კონცერტების სერიის შემდეგ ლელა წურწუმიამ მეუღლესთან, კახა მამულაშვილთან ერთად, დასვენება გადაწყვიტა.
მამულიჩას მიერ აეროპორტიდან გამოქვეყნებული ვიდეოთი შევიტყვეთ, რომ წყვილი რომისკენ მიეშურებოდა.
სხვათა შორის, ისინი 23 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასწრებასაც აპირებენ.
ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მომღერალი უკვე რომშია და მზიან დღეებს ღიმილით ატარებს.
ვიდეო: “კვარაცხელია, მოვდივართ რომში, სტადიონზე” – ლელა წურწუმია და მამულიჩა ხვიჩას მიმართავენ