ბლოგერმა ნანა აროშიძემ და ილო ლობჟანიძემ ჯვარი დაიწერეს.
წყვილს აგვისტოს დასაწყისში ჰქონდათ ჯვრისწერა დაგეგმილი, მაგრამ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაგეგმილი ქორწილი გააუქმეს.
„ახლა ნამდვილი ცოლი და ქმარი ვართ. ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება თქვენი კეთილი სურვილები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახი,“
„მგონი, როგორი ქორწილიც არ უნდა გადავიხადოთ, ყოველთვის ძალიან ლამაზები ვიქნებით და ყოველთვის მოგვიხდება მეფე-პატარძლობა, ხომ??
ვიწყებ კადრების დათვალიერებას და გაზიარებას, ჯვრისწერის ვიდეოს ცალკე დავდებ, ისე მომიხდა ის გვირგვინი??✨
ამ როლში ჩვენი თევრეშოდან მოგესალმეთ, მთვარისასთან ერთად❤️ მთვარისას ხომ ყველა იცნობთ?
წინა ქორწილის ვიდეოზე ტიკტოკზე დამიწერეს კომენტარი, ხბოები არ იყვნენ ქორწილშიო?? თუ ახლა ამას კითხულობ, ასე აგიხდეს ყველაფერი??
ულამაზესი თაიგული და გვირგვინი @sisters_flowers.geo ?
და უუუულამაზესი კადრები @rusudan_lutidze ? ჩემი მეჯვარე და საუკეთესო ვიდეოგრაფი ყველა ქორწილში“, – წერს ნანა აროშიძე და ქორწილის კადრებს გვიზიარებს.
ნანა რაჭაში მოგზაურობდა, როცა მისი მეორე ნახევარი გაიცნო. მისი რჩეული ფერმერია და წყვილმა ოჯახი გაცნობიდან 5 თვეში შექმნა.
ამჟამად ბლოგერი მეუღლესთან ერად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს.
დღეს ნანა და ილოს ქორწილია – რა კადრები ვრცელდება ქორწილიდან