LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულს მიხედეთ და ყველაფერი კარგად იქნება – რატომ გამყარდა ლარი?

113

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ლარის გამყარების მიზეზებზე წერს.

რამდენიმე მიზეზთან ერთად, გოცირიძე ამბობს, რომ ამ გამყარებამ აჩვენა ის, რომ “მოლოდინებზე” საუბარი უაზრობაა.

“რატომ გამყარდა ამ მოკლე დროში ლარი?:

-მთავრობამ უკან დაიბრუნა კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების ნაწილი 100 მილიონი ლარის ოდენობით,

-ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები 80 მილიონი ლარით,

-15 რიცხვამდე ბიზნესს გადასახდელი ჰქონდა დღგ, რის გამოც მოუწიათ დიდ ოდენობის დოლარების კონვერტირება( რადგან ლარის გაუფასურების შიშით ფული დოლარებში ჰყავდათ გადაყვანილი),

-ბიუჯეტიდან მიმნიმალური ოდენობით ხდებოდა ხარჯვა.

რატომ შეიძლება გაუფასურდეს ლარი?:

-მთავრობა არ დაიბრუნებს კომერციული ბანკებისათვის მიცემულ სესხებს (ჯერ კიდევ დარჩენილია 555 მილიონი ლარი) ან მთლად უარესი, კვლავ გააგრძელებს ხაზინის ნაშთებში არსებული თანხების გასესხებას,

-ეროვნული ბანკი გააგრძელებს უზომოდ გაბერილი რეფინანსირების სესხების ზრდას,

-მთავრობა ინტენსიურად დაიწყებს ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრას. გარდა ამისა, მხარჯავ დაწესებულებებს მისცემს უფლებას, ამ წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მომავალი წლის შუა რიცხვებისათვის საჭირო სახსრები გამოიყენოს ნაადრევად( ვალუტის მოსამარაგებლად).

მოლოდინებზე და მსგავს სისულელეებზე იმედია მორჩება საუბარი. ეს პრიმიტიული ახსნა ამ ორიოდე კვირის მოვლენებმა კარგად გააბათილა-ყველა გაუფასურების მოლოდინში იყო და ლარი 20 პუნქტით გამყარდა.

და კიდევ ერთი სისულელე, რომელიც უკვე ეროვნული ბანკიდან გვესმის: ფულის მასის ზრდა არ ახდენს ჩვენს შემთხვევაში რაღაცებზე გავლენასო.

ფულის რაოდენობრივი თეორიის ამოსვალი პოსტულატია: ფულის რაოდენობა განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი-ინფლაციის დონეს.

ფულს მიხედეთ, ფულს, მთავრობავ და ეროვნულო ბანკო და ყველაფერი კარგად იქნება! მოლოდინებიც”, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5405 ლარი შეადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები