LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა

198
თამარ-გაბუნია

დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის მატება არ აღინიშნება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მომატებული შემთხვევები, ნაწილობრივ, “ომიკრონის” შტამის ცირკულაციის დაწყებით აიხსნება:

“დღეის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს 7 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად სამშაბათის ეფექტიც არის, თუმცა გასული კვირის მანძილზეც, 5 000-ს აღემატებოდა შემთხვევების რაოდენობა, რაც ნაწილობრივ “ომიკრონის” შტამის ცირკულაციის დაწყებით აიხსნება.

შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიუხედავად, არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე. ჰოსპიტალურ სექტორში რჩება 4 431 პაციენტი, რეანიმაციაში 281, ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1 083 პაციენტი.

4 000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი, ამდენად ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა – მიიღოს პაციენტები, თუ ამის საჭიროება იქნება – არსებობს”, – თქვა გაბუნიამ.

გაბუნია: ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ “ომიკრონია”, დადასტურებულია 1 200-ზე ცოტა მეტი შემთხვევა

მისივე თქმით, ომიკრონით ინფიცირებულთა უმეტესობა იყო ვაქცინირებული:

“ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია და, პრაქტიკულად, არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგაც, ვაქცინაციის ეფექტიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, ბუსტერდოზის აუცილებლობის შესახებ – ბუსტერი თითქმის აორმაგებს დამცველობით ეფექტს.

გაბუნიამ ამბულატორიული ქსელის მობილიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება:

“დღეს მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება, კვირის ბოლომდე, მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კიდევ 40 დაემატება, ამდენად მოსახლეობისთვის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება იოლი იქნება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები